საუკეთესო ცომი შეიძლება მომზადდეს წყალზე, რძეზე ან კეფირზე. საფუარი გამოიყენება როგორც მშრალი, ისე თხევადი სახით (წყალში გახსნილი ). გასწავლით ცომის მოზელის დროს რის გაკეთება შეიძლება და რისი არ შეიძლება.
როგორ მოვზილოთ საფუვრიანი ცომი
1 “ხაშით” და მშრალი საფუარით მოზელილი ცომი
იმისთვის, რომ ცომი მოვზილოთ საჭიროა მოვამზადოთ საფუარის ხსნარი, ე.წ. ხაში, მშრალი საფუარი გავხსნათ ცოტა თბილ წყალში, დავამატოთ ცოტა შაქარი და ფქვილი და ცოტა ხანს გავაჩეროთ. როცა ეს ნარევი ამოფუვდება, ამის შემდეგ დავამატოთ სხვა ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი. ასეთი ცომი გამოდის ძალიან რბილი, ფხვიერი და არომატული.
როგორც საფუვრიან ხსნარს, ისე ცომს არ სჭირდება თბილად დაფარება. გადააფარეთ მხოლოდ სამზარეულოს ტილო და ცოტა ხანს დაასვენეთ ცომი.
მშრალი საფუარით მოზელილი ცომი ასეთი რბილი არ გამოდის, მაგრამ სწრაფად ცხვება და ნაკლები დრო იხარჯება.
2 მშრალი და ნედლი საფუარი
ცომის მოსაზელად კარგია ნედლი საფუარის გამოყენება, მაგრამ შეიძლება ის შეიცვალოს მშრალი საფუარითაც და პირიქით. 7 გრამი (1 ჩ/კ.) მშრალი საფუარი უდრის 20 25 გრამ ნედლ საფუარს. სავარაუდო თანაფარდობაა 1:3.
დარწმუნდით და შეამოწმეთ პროდუქტის შენახვის ვადა. საფუარის ხარისხზეა დამოკიდებული თქვენი ძალისხმევა.
3 საფუარის აქტივაცია
საფუარი იხსნება თბილ რძეში ან წყალში 10-15 წუთით, სითხის ტემპერატურა უნდა იყოს 30-40 გრადუსი, თუ ეს დაბალია, რეაქცია არ მოხდება, უფრო მაღალზე – საფუარი კარგავს თვისებას. თუ მასობრივად არ აქაფდა და აფუვდა, ცომიც არ გაფუვდება და ნაწარმი აღმოჩნდება მძიმე და უგემოვნო.
4 ფქვილი
ფქვილი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიცრას, როგორც ამბობენ ასე მოზელილი ცომი უკეთ “სუნთქავს”.
ზედმეტი ფქვილი არ უნდა გამოიყენოთ, ის უნდა იყოს ზომიერი. მაგარი ცომი ძნელად ფუვდება. თუ მშრალ საფუარს იყენებთ, აურიეთ ფქვილში.
5 საჭირო ტემპერატურა
საფუვრიან ცომს აუცილებლად სითბო სჭირდება. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ოთახში არ უნდა იყოს ორპირი ნიავი და აკონტროლეთ ტემპერატურა არ დაეცეს.
თუ ოთახში გრილა, ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი, დადგით ზედ ცომის თასი და გადააფარეთ ან შედგით ღუმელში 40 გრადუს ტემპერატურაზე. ერთ საათში ცომი უნდა აფუვდეს.
მას შემდეგ, რაც ცომი გაფუვდება, ამოიყვანეთ გუნდები და 20- 30 წუთის შემდეგ შეუდექით გამოცხობას.
6 ცომის მოზელვა
ცომი კარგად უნდა მოიზილოს. ეს ათავისუფლებს ზედმეტი ნახშირორჟანგისაგან და ამდიდრებს ჟანგბადით. კარგია, თუ ეს ხელით მოხდება. დასაწყისში სეგიძლიათ იხმაროთ მიქსერი ან კომბაინი, შემდეგ გააგრძელეთ ხელით. კარგი ცომი ხელს არ უნდა ეკვრებოდეს, ზელვისას უნდა ტკაცუნობდეს, იყოს რბილი და ნაზი.
ბოლოს, კიდევ ერთი კეთილი რჩევა: ამბობენ, რომ როგორი განწყობითაც მოზელ ცომს, ისეთ შედეგს მიიღებ. შეიქმენით კარგი განწყობა ცომთან მუშაობის დაწყებამდე, რომ ისიამოვნოთ შედეგით.