659
გთავაზობთ ტრადიციული ფრანგული დესერტის Meringue რეცეპტს, რაც დაახლოებით 10 წუთს წაიღებს.
ის მხოლოდ სტრუქტურის მიხედვით არ ეკუთვნის ჰაეროვან დესერტებს. წარმოიშვა მე-17 საუკუნეში “მერენგას” სახელწოდებით. ისეთი მარტივია, რომ ბავშვიც მოამზადებს.
ინგრედიენტები:
1 კვერცხის ცილა
შაქარი 300 გრამი
ათქვიფეთ ცილა და შაქარი კარგად, ღრუბელივით უნდა გახდეს და გასქელდეს.
გააკეთეთ პატარა ბურთები, დააწყეთ თეფშზე 5 სმ-ის დაცილებით და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2-3 წუთით.
როგორც კი ბეზე დაიწყებს ზომაში ზრდას, 30 წამში მზად იქნება. შეგიძლიათ ბეზეში ქოქოსის და ვანილის დამატებაც.