5.9K
ისეთი მარტივია, ბავშვიც კი შეძლებს მის მომზადებას!
შემადგენლობა
4 კვერცხი;
1 ჭიქა შაქარი;
100 გრ გამდნარი კარაქი;
5 ს/კ. არაჟანი;
2 ჭიქა ფქვილი;
ვანილის შაქრის 1 პაკეტი;
2 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი
მომზადება
აურიეთ შაქარი, კვერცხი, ვანილის შაქარი.
ასევე დაამატეთ კარაქი და არაჟანი. ათქვიფეთ კარგად.
შემდგომ ფქვილი და საცხობი ფხვნილი დაამატეთ.
გააგრძელეთ თქვეფა.
შეავსეთ კექსის ფორმები 2/3-ზე.
20-30 წუთში 200-210 გრადუსზე გამოაცხეთ.
მიირთვით გემრიელად!