ეს რეცეპტები შეინახეთ თქვენს კულინარიულ წიგნში, აუცილებლად გამოგადგებათ.
1. ბისკვიტის რულეტი
ინგრედიენტები:
2 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა იოგურტი
ვანილი
1 ჩ/კ. სოდა
1.5 ჭიქა ფქვილი
ჯემი წასასმელად.
მომზადება:
ჩართეთ ღუმელი 300 გრადუსზე ზედა/ქვედა წვით.
ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად, დაამატეთ იოგურტი, მასში აურიეთ სოდა წინასწარ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, უნდა გამოვიდეს თხევადი ცომი, დასასხმელი…
გამოსაცხობ ფორმაში ცხიმწასმულ ქაღალდზე დაასხით ცომი და შედგით ღუმელში შუა ადგილას 7-8 წუთით. სანამ ვარდისფერი არ გახდება.
ვარდისფერ მხარეს დააფინეთ ტილო და გადმოაბრუნეთ, სწრაფად გადაუსვით ჯემი და ტილოს დახმარებით გადაახვიეთ რულეტი. დაელოდეთ ცოტა გაცივდეს.
მოხსენით ტილო და მოაყარეთ შაქრის პუდრი. რაც მთავარია, გამოდის ყოველთვის და უმარტივესად მზადდება.
2. რულეტი 5 წუთში
შემადგენლობა
1 შედედებული რძე
1 კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი
0.5 ჩ/კ. სოდა
მომზადება
აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
ცხიმწასმულ ქაღალდზე დაასხით ცომი და გახურებულ ღუმელში შედგით 5-7 წუთით.
საცხობი ფორმა უნდა იყოს ოთხკუთხედი ფორმის.
გულსართად გამოდგება ნებისმიერი კრემი, ჯემი, შოკოლადის და ნიგვზის პასტა.
ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ პუდრი ან მოასხათ შოკოლადი.
3. კაკლის და ვაშლის რულეტი 10 წუთში
შემადგენლობა
ცომისთვის:
4 კვერცხი
4 ს/კ. ფქვილი
4 ს/კ. შაქარი
0.5 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
გულსართისთვის
4 ვაშლი
2 ს/კ. შაქარი
ვანილი
100 გრ.დაჭრილი ნიგოზი.
მომზადება
ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ კაკალი, შაქარი, ვანილი. ქაღალდ დაფენილ საცხობ ფორმაზე დაასხით და გაშალეთ.
კვერცხის ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ თეთრი ქაფის მიღებამდე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად, ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი საცხობ ფხვნილთან ერთად. ცილიანი და ფქვილიანი მასა ერთმანეთში აურიეთ და შემდეგ ვაშლის მასაზე ზემოდან გაშალეთ.
გამოაცხეთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი. გადმოაბრუნეთ, ვაშლი ზემოდან რომ მოექცეს და გადაახვიეთ რულეტი. გააციეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
4. რულეტი 7 წუთში
შემადგენლობა
5 ს/კ. შაქარი
5 ს/კ. ფქვილი
5 ს/კ. რძის ფხვნილი
3 კვერცხი
1/3 ჩ/კ სოდა (ძმარში გახსნილი)
მწიკვი მარილი
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. საცხობი ფორმაც უნდა იყოს ცხელი და ცხიმწასმული.
მოამზადეთ ცომი. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაამატეთ რძის ფხვნილი, ფქვილი, სოდა-ძმრით და მარილი. დაასხით ცომი ფორმაზე და გამოაცხვეთ ზუსტად 5 წუთის განმავლობაში.
გადმოიღეთ სამზარეულოს ტილოს დახმარებით, ქვედა მხარე ზემოთ უნდა იყოს და ზედ წაუსვით სურვილისამებრ ნებისმიერი ჯემი ან მურაბა.
ცხელ-ცხელი გადაახვიეთ. როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
5. ჩაის რულეტი 6 წუთში
შემადგენლობა
55 გ ფქვილი
55 გ შაქარი
მარილი
2 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი
2 კვერცხი
5 ს/კ. ჯემი
შაქრის პუდრა
მომზადება
დასაწყისში ავთქვიფოთ პირველი ოთხი ინგრედიენტი, შემდეგ შევათქვიფოთ 2 კვერცხი, დავაფინოთ ქაღალდი საცხობ ფორმაზე, წავუსვათ ზეთი ან კარაქი, დავასხათ ზედ ცომი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. 6 წუთში მიიღებს ვარდისფერს და რულეტიც მზადაა.
პარალელურად ცეცხლზე ქამოვადუღოთ მარწყვის ჯემი. გამომცხვარ ფირფიტაზე ცხელი ჯემი მოვასხათ და გადავახვიოთ რულეტი. მაშინვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გააციეთ და დაჭერით.
6. რულეტი გამოცხობის გარეშე 5 წუთში
შემადგენლობა
3 შეკვრა პეჩენია “საიუბილეო”(30 ცალი)
1 შეკვრა ხაჭო, თუ არ გსურთ გამოვიდეს ტკბილი, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ხაჭო.
1 ჭიქა რძე
1 შოკოლადის ფილა ან მინანქარი თქვენი რეცეპტით
მომზადება
სუფთა საკვების ცელოფანზე გავშალოთ ცხელ რძეში ამოვლებული 15 ცალი პეჩენია, ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი ხაჭო, შემდეგ დარჩენილი პეჩენიებიც ამოვავლოთ ცხელ რძეში და დავალაგოთ ხაჭოს ზემოდან. გადავახვიოთ რულეტი, თუ პეჩენიები დაიმტვრევა, საგანგაშო არ არის, რძით დავნამოთ, ზემოდან მოვასხათ შოკოლადი.
მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით და შემდეგ მოხსენით ცელოფანი და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!