უგემრიელესი კარტოფილის ღვეზელი
რეცეპტში გვხვდება მაწონი, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ კეფირით.
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 500 გრ
კარტოფილი 400 გრ
მაწონი 250 მლ
ხახვი 2 თავი.
შაქარი 1 ჩ/კ.
მზესუმზირის ზეთი 4 ს/კ.
კამა 1 კონა
მარილი 0.5 ჩ/კ
სოდა 0.5 ჩ/კ.
წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება
კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და 2 ს/კ. ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ მოხარშულ კარტოფილს და ამოზილეთ. დაამატეთ დაჭრილი კამა, მარილი, წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით.
ფქვილში აურიეთ შაქარი და მარილი, ჩაასხით მაწონი, რომელშიც გახსნილია სოდა, დაამატეთ ზეთი და მოზილეთ ცომი.
ცომი უნდა იყოს რბილი. გაყავით 10 ნაწილად. თითოეული გაათხელეთ, შუაში მოათავსეთ ცივი კარტოფილის გულსართი და შეკარით. მიეცით მოგრძო ფორმა. მომზადების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ცომი იმდენად ნაზია, შეიძლება გაიხეს.
გააცხელეთ ზეთ ტაფაში და ჩააწყვეთ გამზადებული ღვეზელები. შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან.
გამომცხვარი ღვეზელი მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში 15 წუთით.
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ისე წვნიანთან ერთად პურის ნაცვლად. ისიამოვნეთ გემრიელი ღვეზელით და გაუზიარეთ მეგობრებსაც!