მარტივი და საოცრად გემრიელი, ძალიან გავს რატატუის, მაგრამ გაცილებით გემრიელია!

by ekaterine

ინგრედიენტები:

ყაბაყი 1 ც

ბადრიჯანი 1 ც

პომიდორი 4 ც

მაგარი ყველი 100 გ

ბაზილიკი20 გ

ნიორი 4 კბილი

ზეითუნის ზეთი 2 ს/კ

მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ყაბაყი, ბადრიჯანი და პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით მრგვლად, თანაბარი ზომის 0,5 სმ. სისქის ნაჭრებად.

 

ყველის ნახევარი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ნახევარი კი გახეხეთ.

ცხიმწასმულ ღრმა ფორმაში ჩაალაგეთ მონაცვლეობით დაჭრილი ინგრედიენტები: ტაბაყი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყველი…

 

მოამზადეთ სოუსი. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, პროვანსული მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და ნედლი რეჰანი(ბაზილიკი).

 

მოასხით ბოსტნეულს და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით 20 წუთით. გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და 5 წუთით ისევ შედგით ღუმელში. სურვილისამებრ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი ზემოდან.

 

 

Related Articles