643
“ზებრა”
შემადგენლობა
ხაჭო 650 გ
კვერცხი 4 ცალი.
შაქარი 90 გ
სახამებელი 4 ს/კ
ნაღები 100 მლ
რძიანი შოკოლადი 60გ
მომზადება
გააცალკევეთ კვერცხი გულა და ცილა ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე და შედგით მაცივარში. ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გულები, ხაჭო, სახამებელი და შაქარი.
ნელი მოძრაობით მასა შეურიეთ ბეზეს. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად.
გამდნარი რძიანი შოკოლადი ან 1 ს/კ. კაკაო ათქვიფეთ ნაღებში და დაუმატეთ ერთ ნაწილს. თეთრ ნაწილს შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი. შემდეგ ცხიმწასმულ ფორმაში მონაცვლეობით ჩაასხით ცომი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 65 წუთის განმავლობაში 170-180 გრადუსზე გამოცხობის რეჟიმზე.