არგენტინული “ალფახორესი”- არომატული, ნაზი, ფხვიერი, პირში დნება ისეთია.

by ekaterine

არგენტინული “ალფახორესი”

არომატული,ნაზი, ფხვიერი,პირში დნება ისეთია.

ინგრედიენტები:

150 გრ დარბილებული კარაქი
115 გრ შაქრის პუდრა
150 გრ ფქვილი
225 გრ სიმინდის სახამებელი
3 კვერცხის გული
1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
1 1/2 ჩ.კ კონიაკი
ლიმონის ცედრა
3/4 ჩ.კ სოდა
1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

გულსართი
300 გრ მოხარშული შესქელებული რძე
ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

გავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შაქრის პუდრა, გავაგრძელოთ თქვეფა. დავუმატოთ კვერცხის გული, შემდეგ ლიმონის ცედრა, ვანილის ესენცია და კონიაკი. კარგად რომ გაითქვიფება, ვუმატებთ ნელ- ნელა გაცრილ ფქვილს, სახამებელს, სოდას და გამაფხვიერებელს. ამ პროცესს ვაკეთებთ ნელ სიჩქარეზე. ცოტა ხანიც მოვზელთ, სანამ ერთიან მასად არ შეიკვრება.დაგმოვიღოთ და შევახვიოთ სამზარეულოს ცელოფანში.დავასვენოთ 20 წუთით მაცივარში.
გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ 6მმ.გამოვჭრათ 5 სმ რგოლით. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 150 გრადუსზე ჰაერის რეჟიმზე 12 წუთით. პეჩენიები უნდა გამოშრეს და უნდა ქონდეს თეთრი ფერი. არ უნდა გაწითლდეს.
უკვე ცივს ვუსმევთ მოხარშულ შესქელებულ რძეს და ძირებს ვაერთებთ. წავუსვათ გვერდებზეც ცოტა და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში.

გამოდის 25 ცალი

Related Articles