2.9K
კერძი გემრიელიც რომ იყოს და მის მომზადებაში დრო და ენერგია რომ არ დახარჯოთ, უნდა მოამზადოთ ეს სახელდახელო პიცა.
ინგრედიენტები
1 ც პური
3 კვერცხი
100 გრ მოხარშული ძეხვი
1 ც პომიდორი
1 ს.კ. ზეთი
100 გრ მდნარი ყველი
2 ს.კ. მაიონეზი
1 ჩ.კ. მარილი
ოხრახუში გემოვნებით
მომზადება
ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი მწვანილთან და მარილთან. დაამატეთ პურის გულის ნატეხები. ათქვიფეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, შემდეგ ცომი და შებრაწეთ ორივე მხრიდან.
დაუკელით ცეცხლს, წაუსვით ცომს მაიონეზი, დააწყვეთ დაჭრილი ძეხვი, პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი.
ამ ექსპრეს-რეცეპტის მოსამზადებლად მთავარია, მუდამ გქონდეთ პური და 15 წუთი თავისუფალი დრო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!