უგემრიელესი “ბოშური”კატლეტი, რომლის არომატი და ორიგინალური გემო არასოდეს დაგავიწყდებათ.

by ekaterine

ინგრედიენტები:

საქონლის ფარში – 700 გ

პურის ბატონი – 0,5 ც.

ხახვი – 3 ც.

ნიორი – 2 კბილი

პომიდორი – 3 ც.

კამა – 0,5 კონა

ოხრახუში – 0,5 კონა

რძე – 150 მლ

მარილი – 1 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი – 2 ს.კ.

მომზადება:
დაალბეთ პურის ნაჭრები რძეში.
ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ და დაუმატეთ მარილი, დამბალი პური, ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
მიღებული მასა შეურიეთ ფარშს.
პომიდორს გააცალეთ კანი (წინასწარ რამდენიმე წუთი გააჩერეთ ადუღებულ წყალში), დაჭერით წვრილად. მწვანილიც დაჭერით წვრილად და შეურიეთ პომიდორს. გააჩერეთ ცოტა ხნით და გადაუღვარეთ წვენი, რომელსაც გამოუშვებს.
შეურიეთ პომიდორი ფარშს და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ საშუალო ზომის კატლეტები და დაალაგეთ ზეთწასმულ ღუმელის ფირფიტაზე. აცხვეთ 220 გრადუსზე 25-30 წუთი.

Related Articles