შემადგენლობა
კარტოფილის 350 გ
ხახვი 1 ცალი.
მარილი გემოვნებით
მუსკატის კაკალი 0.25 ჩ/კ.
ხორბლის ფქვილი 10 გ.
საცხობი ფხვნილი 3 გ
შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით
კვერცხი 1 ცალი.
მანი 1 ჩ/კ.
ბაზილიკი გემოვნებით
მზესუმზირის ზეთი 50გრ
იოგურტი 150 გ
მომზადება
კარტოფილი გათალეთ, გახეხეთ და გაწურეთ ზედმეტი სითხისგან. გაფცქვენით ხახვი, გახეხეთ და აურიეთ მასში კვერცხი, შეურიეთ კარტოფილის მასას, დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი(რეჰანი), სანელებლები მარილის გარდა, მანი, ფქვილი, საცხობი ფხვნილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მარლის საშუალებით გაწურეთ მასა ზედმეტი სითხისგან, შეანელეთ მარილით. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და კოვზით ჩაასხით მასა. ბლინები გააწითლეთ ორივე მხარეს.
მოამზადეთ სოუსი ბლინებისთვის: იოგურტი, რეჰანი და შავი პილპილი აურიეთ ერთმანეთში.
მიირთვით გემრიელი გერმანული ბლინები სოუსთან ერთად! არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს!