უნდა გაითვალისწინოთ ერთი რომ კეფირისა და გამაფხვიერებელის ნაზავის ცომში შერევისას, როცა ბუშტუკები ჩნდება, უმალვე ღუმელში უნდა შედგათ, და მეორე – ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში არ უნდა გამოაღოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ჰაეროვანი ბისკვიტი.
ინგრედიენტები
200 გრ ფქვილი
2 ს.კ. გამაფხვიერებელი
200 მლ კეფირი
100 გრ შაქარი
5 ს.კ. ზეთი
1 ჩ.კ. ვანილინი
0,5-1 ს.კ. მანანის ბურღული
მომზადება
ჩართეთ ღუმელი, დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოაყარეთ მანანის ბურღული – ამ შემთხვევაში ბისკვიტის გადმოღება გაგიადვილდებათ.
შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი.
ოთახის ტემპერატურის კეფირს დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მოურიეთ სანამ შაქარი არ გადნება.
შეურიეთ ორივე მასა. ფქვილში დაუმატეთ კეფირის მასა ნელ-ნელა, მუდმივად ურიეთ, სანამ ბუშტუკები არ გაჩნდება.
დაასხით საცხობ ფორმაზე ცომი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. არ გამოაღოთ ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში მაინც, სხვაგვარად, ცომი არ ამოვა.
მზა ბისკვიტს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, ან მოამზადოთ ტორტი – გაჭერით ჰორიზონტალურად და წაუსვით ნებისმიერი კრემი. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!