კექსი მოხარშული შესქ. რძით
დღეს ჩვენ გთავაზობთ კექსის რეცეპტს მოხარშული შესქელებული რძით. მაღაზიაში ნაყიდ მსგავს კექსებს ნაკლებ შესქელებულ რძეს უმატებენ, მას ცომი შეიწოვს და დიდად არ იგრძნობა. თქვენ კი შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიც გნებავთ და დატკბეთ კარამელის გემოთი. შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი დიდი კექსი ან დაყოთ პორციებად, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ინგრედიენტები
200 მლ რძე
100 გრ შაქარი
2 კვერცხი
100 გრ კარაქი
300-350 გრ ფქვილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
მომზადება
გაადნეთ კარაქი, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.
დაუმატეთ თბილი რძე, კვერცხი, ათქვიფეთ, თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით ნახევარი ცომი, შუაში მოათავსეთ შესქელებული რძე.
დაასხით ზემოდან დარჩენილი ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. კექსები 20-25 წუთის განმავლობაში ცხვება.
შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი დიდი კექსი ან დაყოთ პორციულად, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
გამომცხვარი კექსი გააციეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა, მორთეთ გემოვნების მიხედვით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!