არაჟნის დახვეწილი სადღესასწაულო ტორტი. ისეთი ნაზია, პირში დნება.

არაჟნის ტორტი

ინგრედიენტები

250 გრ არაჟანი

4 კვერცხის ცილა

120 გრ ფქვილი

15 გრ ყაყაჩოს თესლი

90 გრ შაქრის პუდრი

50 მლ წყალი

50 გრ ნაღების ყველი

200 გრ ხაჭო

15 გრ ნუშის ფანტელი

ზეითნის ზეთი გემოვნებით

მომზადება

შეურიეთ გაცრილი ფქვილი, 200 გრ 15%-იანი არაჟანი, წყალი, ყაყაჩოს თესლი და გამაფხვიერებელი.

ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფრთხილად დაუმატეთ მასაში. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, დაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. გამომცხვარი ფენა შეახვიეთ ცელოფანში და გააციეთ.

კრემი:

შეურიეთ 50 გრ არაჟანი და 0,1%-იანი ხაჭო, დაუმატეთ 40 გრ შაქრის პუდრი და ნაღების ყველი. ათქვიფეთ მიქსერით.

გაჭერით ფენა სამ ნაწილად, ფენები შეაერთეთ კრემით. მოაყარეთ ნუშის ფანტელი.

შედგით მაცივარში 3-5 საათით ან მთელი ღამით.

დესერტი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, გემო კი შეუდარებელი აქვს. ეს რეცეპტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გემრიელი დესერტის მომზადება სულაც არ არის რთული. სცადეთ თქვენც და გაუზიარეთ მეგობრებსაც!

Loading...