სკუმბრია პროდუქტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც თმისა და კანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. საქმე იმაშია, რომ ეს თევზი მდიდარია ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო სასარგებლო ცხიმებით. სკუმბრიის რაციონში შეტანა იოლია, რადგან მას გამორჩეული გემობრივი თვისებები აქვს.
ინგრედიენტები
1 კგ კარტოფილი
600 გრ სკუმბრია
150 გრ მაგარი ყველი
მაიონეზი გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
გათალეთ კარტოფილი, დაჭერით, ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში და 2-3 წუთის განამვლობაში ხარშეთ.
გაასუფთავეთ სკუმბრია, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
გახეხეთ ყველი.
საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. დაალაგეთ ზედაპირზე კარტოფილი, დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი. წაუსვით მაიონეზი კარტოფილს. შემდეგ დაალაგეთ თევზი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წაუსვით მაიონეზი.
მეორე ფენად კვლავ დაალაგეთ კარტოფილი და თევზი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წაუსვით მაიონეზი.
მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
თუ არ გსურთ მაიონეზის გამოყენება, ჩაანაცვლეთ არაჟნით. ეს კერძი იმით არის კარგი, რომ შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე ცივადაც. მიირთვით მსუბუქ სალათასთან ერთად. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებსაც!