ტორტი “მედოკი”
ინგრედიენტები ფირფიტებისთვის:
2 კვერცხი
2 ს.კ. თაფლი
250 გრამი შაქარი
500-550 გრამი ფქვილი
50 გრამი კარაქი
1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
ინგრედიენტები კრემისთვის:
500 მლ რძე
2 კვერცხი
2 ს.კ. ფქვილი
150-200 გრამი შაქარი
100 გრამი კარაქი
ვანილი
მომზადება:
ღრმა ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში კვერცხი, შაქარი, კარაქი და თხევადი თაფლი.
დადქით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე.
როდესაც შაქარი კარგად გაიხსნება, ჩაამატეთ შემთბარ ნარევში სოდა. მასა აქაფდება და მოცულობაში დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება. ამ პროცესის დაწყებიდან კიდევ 30 წამის განმავლობაში ენერგიულად ურიეთ და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი თბილ მასაში. მუდმივად ურიეთ კოვზის გამოყენებით. როდესაც მასა გაცივდება, მოზილეთ ცომი ხელით.
ცომი გაყავით 8 ტოლ ნაწილად. გააკეთეთ გუნდები, მოათავსეთ თეფშზე, გადააკარით საკვები ცელოფანი და ცოტა ხნით შეინახეთ მაცივარში.
მოამზადეთ კრემი:
საშუალო ზომის ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით ფქვილი, შაქარი, ვანილი , კვერცხი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა, ჩაამატეთ რძე.
დადგით ქვაბი ამ შიგთავსით დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ მას, როდესაც კრემი შესქელდება და დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან.
გააგრილეთ კრემი და გახსენით მასში კარაქი. გადააკარით კრემის ჭურჭელს ცელოფანი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიღეთ გუნდები მაცივრიდან. თითო-თითოდ გაათხელეთ ცხიმწასმულ ფორმაზე და 180 გრადუსზე 3-4 წუთით გამოაცხეთ. ცხელსვე შემოაჭერით გვერდები და დაფხვენით ზემოდან მოსაყრელად.
გაციებული ფირფიტები შეაერთეთ კრემით. წაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზეც და მოაყარეთ ნაფხვენები.
კარგია თუ ტორტს რამოდენიმე საათით შევდგავთ მაცივარში.