15.6K
ინგრედიენტები:
4 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
100 გრამი კარაქი
5 ს.კ. არაჟანი
2 ჭიქა ფქვილი
ვანილი (პატარა შეფუთვა)
2 ჩ.კ. საფუარი
საცხობი ფორმები
მომზადება:
კვერცხები თქვიფეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შაქართან და ვანილთან ერთად.
დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი.
ცალკე ჭურჭელში კარგად გაცერით ფქვილი და დაამატეთ მასში საფუარი. საფუვრისა და ფქვილის ნარევი ნელ-ნელა ჩაამატეთ მომზადებულ მასაში. მიღებული ცომი თავისი კონსისტენციით არაჟანს უნდა მოგვაგონებდეს.
სპეციალური საცხობი ფორმების 2/3 შეავსეთ ამ მასით. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ისინი გამოსაცხობად 20-25 წუთით.