ეფექტური, ორიგინალური, გემრიელი დესერტი! ვკარგავ მინიმალურ დროს და მთელი საღამო ვისმენ კომპლიმენტებს!

by ekaterine

ტორტი “აისბერგი”.

ინგრედიენტები:

350 გ შაქარი

2 კვერცხი

1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი

1 ჩ/კ სოდა

2 ჩ/კ ძმარი

625 მლ არაჟანი

250 გ შესქელებული რძე

150 გ შავი ქლიავი კურკების გარეშე

1 ჭიქა ნიგოზი

 

მომზადება:

ათქვიფეთ 2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ 1 ს/კ არაჟანი, ათქვიფეთ, დაამატეთ შესქელებული რძე და კვლავ ათქვიფეთ.

დაამატეთ გაცრილი ფქვილი და ძმარში გახსნილი სოდა.

შავ ქლიავს მდუღარე წყალი დაასხით და დააქუცმაცეთ. მიღებული მასა ცომს შეურიეთ. ცომის ნახევარი ფორმაში (პერგამენტის ქაღალდზე) გადაიტანეთ და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. ზუსტად ასე მოამზადეთ ცომის მეორე ნახევარი.

ათქვიფეთ 600 მლ არაჟანი და 150 გ შაქარი. კრემი მზადაა.

გააციეთ ფირფიტები. გადაიტანეთ ერთი ცალი თეფშზე, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და კრემი დაასხით. მეორე  კვადრატებად (3 სმ х 3 სმ) დაჭერით, კრემში ამოავლეთ და გადაიტანეთ პირველზე ისე, რომ აისბერგის ფორმა მიიღოთ. ტორტს დარჩენილი კრემი დაასხით და დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ. მზა დესერტი 2-3 საათით მაცივარში ჩადეთ.

 

Related Articles