ტორტი “ბალიშები”
თუ გსურთ გააოცოთ ტკბილეულის მოყვარულები, გამოაცხეთ წარმოუდგენლად გემრიელი და ჯანსაღი ტორტი, შოკოლადისა და ხაჭოს დიდებული კომბინაცია ნამდვილად იმსხურებს მოათავსოთ მაგიდის ცენტრში.
ინგრედიენტები:
ხორბლის ფქვილი 250 გ
მზესუმზირის ზეთი 100 მლ
კვერცხი 4-5 ცალი.
რძე 100 მლ
შაქარი 250 გრ
კაკაოს ფხვნილი 20 გ
საცხობი ფხვნილი 5 გ
ხაჭო 350 გრ
სახამებელი 30 გრ
ვანილის შაქარი 0.5 ჩ/კ.
მომზადება:
ათქვიფეთ 3-4 ცალი კვერცხი 150 გრ. შაქართან ერთად. ჯერ ნელ-ნელა დაამატეთ ზეთი და შემდეგ ოთახის ტემპერატურის რძე, გაცრილი ფქვილი კაკაოთი და საცხობი ფხვნილით. აურიეთ კარგად.
ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ ხაჭო და სახამებელი, 100 გ შაქარი, 0.5 ჩ/კ. ვანილის შაქარი და 1 კვერცხი. ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერით.
კაკაოიანი ცომი ცხიმწასმულ ფორმაში მოათავსეთ, ხაჭოს მასა მოათავსეთ ტორტის გასაფორმებელ საკონდიტრო ცელოფანში და ცომი ზემოდან დახაზეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი ტორტი გააციეთ და მოაყარეთ პუდრა.