ამ რეცეპტით მომზადებული ხაჭოს ტორტი იმდენად რბილი, ნაზი, ფაფუკი და ჰაეროვანია, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება.

by ekaterine

ხაჭოს უგემრიელესი ტორტი

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ფქვილი

1,5 ჭიქა შაქარი

4 ს.კ. არაჟანი

4 კვერცხი

400 გრამი ხაჭო

100 გრამი კარაქი

1 ჩ.კ. სოდა

1 მწიკვი მარილი

 

მომზადება:

კარგად თქვიფეთ კვერცხი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაამატეთ არაჟანი, ხაჭო და კარაქი. კირდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ მიქსერით და დაამატეთ სოდა და მარილი.

არ უნდა დარჩეს მცირე ზომის მკვრივი ნაწილაკებიც კი. შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ.

კარგად რომ აითქვიფება ყველაფერი დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გაამზადეთ ცომი.

საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩაასხით მომზადებული ცომი და გაანაწილეთ თანაბრად. შედგით ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. ძალიან გემრიელი ხაჭოს ტორტი მზად არის! სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ მას ზემოდან მცირეოდენი შაქრის პუდრიც მოაყაროთ.

 

Related Articles