რატომ უნდა იხადოთ საკმაოდ სოლიდური თანხა ძვირადღირებულ სასმელში, როდესაც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ის სახლში საკუთარი ხელით? ყველაზე შთამბეჭდავი კი ის ფაქტია, რომ ამ ხერხით დამზადებული კონიაკი თავისი გემოვნური თვისებებით საერთოდ არ ჩამოუვარდება მის ძვირადღირებულ ანალოგებს.
ინგრედიენტები:
3 ლიტრი არაყი
2 ს.კ. მუხის ქერქი
1 მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი
1 მწიკვი ილი (კარდამონი)
3 ს.კ. შაქარი
მომზადება:
მუხის ქერქი შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. რეკომენდებულია წინასწარ მდუღარე წყალში 10 წუთით დააყენოთ, გააშროთ და შემდეგ გამოიყენოთ სასმელისთვის. ქერქი შეგიძლიათ თანაბარი რაოდენობის მუხის ნახერხით ჩაანაცვლოთ.
შაქარი გახსენით მცირე რაოდენობით არაყში. თქვენ უნდა მიიღოთ კარამელის მსგავსი მარტივი სიროფი. ქილაში მოათავსეთ ყველა სხვა ინგრედიენტი, დაასხით არაყი და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ კარამელის სიროფი, რომელიც წინასწარ გაქვთ მომზადებული.
მომზადებული სასმელი შეანჯღრიეთ და თავდახურული შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. სასმელში მუხის ქერქი უნდა შეინახოთ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
ერთი თვის შემდეგ უნდა გაფილტროთ.
გადაანაწილეთ ბოთლებში და კვალ შეინახეთ ის ბნელ ადგილას, თუმცა ამჯერად მინიმუმ ნახევარი წლით. საუკეთესო კონიაკი საკუთარი ხელით მზად არის!
ნამდვილი ნატურალური სასმელია, რომელიც თავისი გემოთი და არომატით ყველას გააოცებს.