ისეთი გემრიელია, უკვე დავივიწყე ტრადიციული სალათები. კვირაში ორჯერ მაინც ვამზადებ.

by ekaterine

თუ ტრადიციული სალათები მოგბეზრდათ, სცადეთ ეს სალათი და კმაყოფილი დარჩებით. გაგილამაზებთ სადღესასწაულო სუფრას და სტუმრებსაც გააოცებთ. ეს სალათი ძალიან მსუბუქი და გემრიელია და ინგრედიენტებიც ადვილად ხელმისაწვდომია.

მასალად დაგჭირდებათ:

300 გრამი ქათმის ფილე

4-5 კვერცხი

1 მდნარი ყველი

2 კარტოფილი

1 თავი ხახვი

1 ს.კ. ძმარი (9%-იანი)

100 მლ ცხელი წყალი

მაიონეზი

 

მომზადება:

მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი.

მოხარშული ქათმის ფილე დააქუცმაცეთ.

კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ(შეგიძლიათ ნებისმიერი ყველის გამოყენება).

კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე დაჭერით წვრილად.

მოამზადეთ ხახვის მარინადი. ამისათვის, წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ცხელი წყლისა და ძმრის ნარევი და დააყოვნეთ 20 წუთით. ის საოცარ გემოსა და არომატს შეიძენს.

დიდ თეფშზე დაიწყეთ სალათის აწყობა ფენებად. ყველა ფენას მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი და პილპილი.

აი ასეთი თანამიმდევრობით განალაგეთ ინგრედიენტები: ქათმის ფილე, მაიონეზი, დამარინადებული ხახვი, კარტოფილი, მაიონეზი, კვერცხის გული, მდნარი ყველი, მაიონეზი, კვერცხის ცილა.

სალათის ზედა ფენა ისეთი ქათათა და ჰაეროვანია, როგორც პატარძლის კაბა. ამის გამო ეწოდა ამ სალათს “პატარძალი”. თუ მოგეწონათ რეცეპტი, სცადეთ და არ ინანებთ.

 

Related Articles