ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელზეც სიტყვა “შოკოლადის” ხსენება დადებითად არ იმოქმედებს და განწყობას არ გაუუმჯობესებს. სახლის პირობებში მისი მომზადება რთულია, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს მარტივი რეცეპტებიც.
შემოგთავაზებთ შოკოლადის დესერტის რეცეპტს ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით და მარტივი მომზადების წესით.
შემადგენლობა:
რძე 250 მლ.
შაქარი 3 ს/კ.
კარაქი 50 გრ.
კაკაო 3 სკ.
ფქვილი 3 ს/კ.
შავი შოკოლადი 50 გრ.
მომზადება:
საშუალო ცეცხლზე დადგით რძე, დაუმატეთ კაკაო, შაქარი და ფქვილი. გამუდმებით ურიეთ. 1-2 წუთი დუღილის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით გააგრილეთ.
დაუმატეთ ლარაქის ნაჭერი და აურიეთ, ეს მისცემს ბზინვარებას. ჩაასხით პორციებად ჭიქებში, ზემოდან მოაყარეთ შოკოლადი ან კაკაო. შგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ცედრა და თხილი თქვენი გემოვნებით.