ინგრედიენტები:
ფქვილი – 350 გრ.
შაქარი – 210 გრ.
ვანილის შაქარი – 10 გრ.
რძე – 130 მლ.
ლიმონის წვენი – 1 ს./ კ.
წყალი – 1 ჩ./ კ.
შაქრის პუდრა – 150 გრ.
ყველი “მასკარპონე” – 250 გრ.
კარაქი – 250 გრ.
კაკაო – 100 გრ.
კვერცხი – 2 ცალი.
ყავა – 130 მლ.
გამაფხვიერებელი – 2 ჩ./ კ.
მარილი – 0,5 ჩ./ კ.
ნაღები – 500 მლ.
მომზადება:
გავაკეთოთ ცომი: აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი. ყველაფერი გასცერით და დააყარეთ კაკაოს ფხვნილი. აურიეთ.
გაადნეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი და ვანილის შაქარი, კვერცხი და ათქვიფეთ.
აურიეთ რძე, ყავა, ლიმონის წვენი, დაასხით ნახევარი კარაქის ნარევი, დაამატეთ ფქვილის ნახევარი, კაკაო და აურიეთ. შემდეგ დანარჩენი არეული ინგრედიენტები დავამატოთ და გავაკეთოთ მკვრივი ცომი.
გამოაცხეთ ოთხი ფირფიტა 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
კრემისთვის 400 მლ ნაღები ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად, დავამატოთ ყველი, კვლავ ავთქვიფოთ. თითოეული ფირფიტა დავკრემოთ ბოლო ფირფიტის გარდა.
დარჩენილი კარაქი, ნაღები და შოკოლადი გავადნოთ ცეცხლზე, ვადუღოთ 2-3 წუთი და შგრილებული დავასხათ ნამცხვარს. მოვათავსოთ მაცივარში მთელი ღამით. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.