საოცარია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაბული დესერტი სტამბულში მე -18 საუკუნეში გამოჩნდა. რბილი ხილის წვენი, შეცვლის მძიმე ბაკლავას და გრილიაჟს, რომელსაც მალევე ჰქონდა წარმატება.
ხელით მომზადებული ლუხუმი მზადდება როგორც ჟელე, მაგრამ ის უფრო მყარია და გემრიელი, თან შეგიძლიათ გემოვნებით დაუმატოთ ნებისმიერი თხილეული. რახატ-ლუხუმი ფისტაშკებით უინსტონ ჩერჩილის საყვარელი დესერტი იყო.
შემადგენლობა:
მანდარინი 7 ცალი.
წყალი 800 მლ
შაქარი 600 გ
შაქარი პუდრა 100 გ
ლიმონმჟავა 0.25 ჩ/კ.
ვანილი 2 გ
სახამებელი 130გ.
მომზადება:
გავაკეთოთ სიროფი, შაქარს დავასხათ 600 მლ. წყალი და საშუალო ცეცხლზე 10 წუთი ვადუღოთ, უნდა შესქელდეს, მაგრამ არ უნდა დაიწვას.
მანდარინი გავფცქვნათ და ბლენდერში ავთქვიფოთ. დაამატეთ 200 მლ წყალი და სახამებელი. დადგით ცეცხლზე და როცა ადუღდება, დაამატეთ ვანილი და სიროფი.
ხარშეთ 20-30 წუთი გელის კონსისტენციის მიღებამდე, ჩაასხით ღრმა ფორმაში და ერთი საათი შედგით მაცივარში.
გაციებყლი ლუხუმი გამოიღეთ მაცივრიდან, დაჭერით კუბიკებად და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
შეგიძლიათ პუდრის ნაცვლად ამოავლოთ ქოქოსის ფანტელში.