ბერძნული სალათი – ხალხური კერძი, მარტივი, გემრიელი! მასში არაფერია ზედმეტი, მხოლოდ ჩვეულებრივი პროდუქტები, რომლებიც ყველა ბერძნულ სახლშია: ბოსტნეული, ყველი, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, არომატული ბერძნული სანელებლები – ორეგანო, ბაზილიკი და სურნელოვანი პილპილი.
ტრადიციულად სალათისთვის ბოსტნეულს ჭრიან მსხვილად, ერთმანეთში კი ურევენ ჭამის წინ. ბოსტნეულიდან იყენებენ კიტრს, პომიდორს, ხახვს. ზეთისხილი უნდა იყოს შავი, ხორციანი და კურკებით.
ბოსტნეულის დამსახურებაა ის, რომ სალათი დაბალკალორიულია, ყველი მსუბუქ სალათს ხდის ნოყიერს, სწორედ ყველი, ხახვი და სანელებლები აძლევს მას ორიგინალურ და პიკანტურ გემოს. სხვადასხვა ფერის ბოსტნეული გამოიყურება მადიანად და გვახალისებს.
იმისათვის, რომ ბერძნული სალათი ნამდვილად გემრიელი გამოვიდეს, გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტები! ბოსტნეული არ უნდა იყოს სათბურის.
ნამდვილ გემოს სალათს ანიჭებს ბერძნული ყველი ცხვრის ან თხის რძით დამზადებული. შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი მაგარი ყველით.
ზეითუნის ზეთი სალათს დაუმატეთ ბოლოს. უნდა იყოს სქელი, მომწვანო-ოქროსფერი და არომატული, რომ მისცეს უნიკალური გემო.
მარილი მომზადების დროს არ უნდა დაუმატოთ. სუფრაზე მიიტანთ უმარილოდ და სტუმრები თავისი გემოვნებით შეანელებენ. წინასწარ მარილმოყრილი სალათი უშვებს წვენს, კარგავს სილამაზეს და გემოს.
სანელებლებიც მაგიდასთან მიტანის დროს უნდა მოაყაროთ.
სალათის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ბერძენი დიასახლისები ყურადღებას ამახვილებენ ფერებზე: სალათში წითელი, თეთრი და მწვანე თანაბრად უნდა იყოს გაყოფილი, წითელი ხახვი და შავი ზეთისხილი კი გემრიელი კომპოზიციის ჰარმონიული დამატებაა.
შემადგენლობა
1 მწიფე პომიდორი
1 კიტრი
1 ტკბილი წითელი ხახვი
10 მსხვილი კურკიანი ზეთისხილი
3 სს/კ. ზეითუნის ზეთი
150 გრ ყველი
1ჩ/კ. ორეგანო
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
დაჭერით პომიდორი საშუალო ნაჭრებად, კიტრი დაჭერით და დაუმატეთ. ბევრი ამბობს, რომ კიტრი უნდა გაიფცქვნას, მაგრამ ქერქიანი უფრო გემრიელია და ლამაზი. დაჭრამდე კიტრი დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შემდეგ დაჭერით. დაუმატეთ მრგვლად დაჭრილი წითელი თავი ხახვი. ჭამის წინ დაუმატეთ ზეთისხილი, ზეთი, სანელებლები, აურიეთ და ზემოდან დაადეთ ერთი ნაჭერი ყველი.
სადაც პატივს სცემენ ამ სალათს და ხშირად მიირთმევენ ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ და თითქმის არ უჩივიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.