ერბო-კვერცხის ორიგინალური მომზადება! თქვენ დაივიწყებთ ტრადიციულ რეცეპტს!

by ekaterine

თუ ტრადიციული ომლეტი ან ერბოკვერცხი მოგბეზრდათ, გასწავლით ახალ კულინარიულ გამოსავალს, რომლითაც ისიამოვნებთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. ამ კერძით დილა დაიწყება არა მარტო გემრიელი და ნოყიერი საუზმით, არამედ იქნება დახვეწილიც.

 

კვერცხი გამოდის წარმოუდგენლად ჰაეროვანი და მსუბუქი, როგორც სუფლე. მოიწყეთ ყველაზე უჩვეულო საუზმე თქვენს ცხოვრებაში.

კვერცხი “ორსინი”

დაგჭირდებათ:

კვერცხი 3 ცალი

მარილი 1/4 ჩ/კ.

კარაქი 50 გრ.

მომზადება:

კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან. ცილას დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. თეფშის გადმოტრიალებისას არ უნდა გადმოვიდეს.

 

ღუმელის ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და აუსვით კარაქი. კოვზით დადეთ ათქვეფილი ცილა და ყველა შუაში ჩააღრმავეთ.

 

იმდენი კოვზი დადეთ, რამდენიც გული გაქვთ, კვერცხის გულები ფრთხილად ჩადეთ ცილის შუაგულში და შედგით გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი.

 

ამ საოცარი საუზმით ყველას გულს მოიგებთ. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსაც ეს სტატია!

Related Articles