გემრიელი შოკოლადის ტორტი
შემადგენლობა ცომისთვის:
1 ჭიქა რძე
2 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა ხორბლის ფქვილი
3 კვერცხი
1 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი
3 ს/კ. კაკაოს ფხვნილი
1 ჩ/კ. ვანილის შაქარი
ინგრედიენტები კრემისთვის:
250 მლ ნაღები ნებისმიერი ცხიმის შემცველობით
1 ჭიქა შაქარი
250 მლ არაჟანი
250 მლ ბუნებრივი იოგურტი
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი და შქარი, დაამატეთ ფქვილი და საცხობი ფხვნილი, შემდეგ რძე, ვანილი,კაკაო და ათქვიფეთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.
ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ ღუმელში 200 გრადუსზე 35-40 წუთით.
თბილ-თბილი გაჭერით შუაზე სიბრტყეზე.
მოამზადეთ კრემი:
ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, დაამატეთ იოგურტი. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ამ მასას. კრემი მზად არის.
შეაერთეთ ფირფიტები კრემით, წაუსვით ზემოდან და გვერდებზეც. შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი თხილით, შოკოლადის მინანქრით, კენკრით.