“შავი პრინცი”- ინგრედიენტების სრულყოფილი კომბინაცია ტკბილეულის მოყვარულთათვის.

by ekaterine

ტორტი “შავი პრინცი”

შემადგენლობა:

250 გრ შაქარი

2 კვერცხი

200 გრ არაჟანი 20% – იანი

3 ს/კ. კაკაოს ფხვნილი

1 ჩ/კ. სოდა

250 გ ფქვილი

შედედებული რძის 1.5 ქილა

300 გ კარაქი

50 გრ კაკალი

მომზადება:

ათქვიფეთ მიქსერით კვერცხი და შაქარი. ცალკე ჭურჭელში არაჟანი და კაკაო. ორივე ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ სოდა-ძმრით, ფქვილი და გაამზადეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოაცხეთ. ცხიმწასმულ ფორმაზე გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

торт черный принц пошаговый рецепт

ორივე ფირფიტა გაჭერით სიბრტყეზე.

კრემისთვის ათქვიფეთ შესქ. რძე და კარაქი. წაუსვით თითოეულ ფირფიტას. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ დაფქვილი ნიგოზი ან მოასხათ შოკოლადის მინანქარი.

торт черный принц с орехами

ტორტი მოათავსეთ მაცივარში რამოდენიმე საათით, რომ კარგად გაიჟღინტოს კრემით. გამოიღეთ,დაჭრით და გემრიელად მიირთვით!

торт черный принц в домашних условиях

Related Articles