ფერთა პალიტრა ერთ თეფშზე! მისი გემოც ისეთივე მრვალფეროვანია, როგორც ფერები!

by ekaterine

“ბერძნული” სალათი ან სხვანაირად რომ ვუწოდოთ, “ხმელთაშუა ზღვის არომატის აფეთქებაარის მარტივი, ჯანსაღი, მსუბუქი, გემრიელი, ახალი სალათის რეცეპტი, რომელიც შესანიშნავად დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას.

უგემრიელესი ინგრედიენტების ნაზავი ქმნის კერძს, რომელიც ყველას გვიყვარს.

კლასიკური ბერძნული სალათი

ინგრედიენტები

კიტრი 2 ც.

პომიდორი 2 ც.

წითელი ხახვი 1 თავი

ზეთისხილი 100 გრ.

სალათის ფოთოლი 1 კონა

ყველი ბრინზა 200 გრ.

ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.

მარილი გემოვნებით

ორეგანო გემოვნებით

ლიმონის წვენი გემოვნებით.

მომზადება

გარეცხილი სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ და მოვათავსოთ თასში.

შემდეგ დავამატოთ რგოლებად დაჭრილი კიტრი, პომიდორი, ხახვი, უკურკო ზეთისხილი, ყველი ბრინზა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ გემოვნებით სანელებლები და ამოვურიოთ ფრთხილად.

ბერძნული სალათის საიდუმლო არა მის ინგრედიენტებში, არამედ იმ ბოლო ნიუანსებშია, რომლებსაც კერძის დასასრულს მზარეული იყენებს. ზეითუნის ზეთი, ორეგანო და ლიმონის წვენი კერძს ყველა სხვა სალათებისგან გამორჩეულს ხდის.

 

 

Related Articles