საოცრად გემრიელი და არაჩვეულებრივად ლამაზი: ეს ტორტი, საახალწლო დღესასწაულს კიდევ უფრო საზეიმოს გახდის!

by ekaterine

დელიკატურად გემრიელი და არაჩვეულებრივად ლამაზი: ეს ტორტი, საახალწლო დღესასწაულს კიდევ უფრო საზეიმოს გახდის!

შემადგენლობა:

3 ფორთოხალი

3 მანდარინი

150 გრ დაკონსერვებული ანანასი

1 პატარა ბანანი

50 გ ჟელატინი

1 პაკეტი ვანილის შაქარი

900 გრ არაჟანი

1 ჭიქა შაქარი კრემისთვის და 0.5 ჭიქა შაქარი ბისკვიტისთვის.

3 კვერცხი

1 ჩ/კ. სოდა

200 გ ფქვილი

მომზადება:

პირველ რიგში დაალბეთ ჟელატინი წყალში, 40-60 წუთის შემდეგ დადგით ცცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ.

კვერცხი, 0.5 ჭიქა შაქარი, ფქვილი და სოდა აურიეთ და მოზილეთ ცომი უბრალო ბისკვიტისთვის.

ჩაასხით ნებისმიერ ფორმაში და 180 გრადუსზე 15 წუთი აცხეთ.

გაციებული ნამცხვარი დაჭერით 1,5-1,5 სმ. კუბიკებად.

მანდარინი, ფორთოხალი, ბანანი გაფცქვენით. ფორთოხალი და ბანანი დაჭერით კუბიკებად, მანდარინი გააცალკევეთ. დაკონსერვებული ანანასი დაჭერით ასევე კუბიკებად.

 

კრემი:

არაჟანი ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად, აურიეთ ვანილი და გაციებული ჟელატინი.

ფორმაში, რომელიც გვერდიდან იხსნება, ძირში დაალაგეთ ლამაზად ხილი, შემდეგ ნახევარი ბისკვიტი, კრემის ნახევარი, ისევ ხილი, ბისკვიტი და დარჩენილი კრემი.

 

დააფარეთ ფორმას ცელოფანი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს ამოიღეთ ფორმიდან და გადმოაბრუნეთ.

ეს საოცარი ჟელე დესერტი იქნება სადღესასწაულო დღის სრულყოფილი დასკვნა. ეს იმდენად კარგია, რომ ახლობლებს ახლო მომავალში ისევ გაუმასპინძლდებით ამ დესერტით!

 

Related Articles