ბოსტნეულის რაგუ – ძალიან მარტივი, მაგრამ საოცრად გემრიელი!

by ekaterine

ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ნებისმიერ ასაკში. სხვადასხვა სეზონზე მისი შერჩევა სასურველი  კომბინაციით არის შესაძლებელი. ყყელა შემთხვევაში კერძი გამოდის ძალიან სასარგებლო და გემრიელიც.

დღეს გთავაზობთ წვნიან, არომატულ და ვიტამინებით სავსე ბოსტნეულის რაგუს რეცეპტს, რომლის ინგრედიენტები გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ.

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი სტაფილო
  • ნახევარი ბადრიჯანი
  • ნახევარი ყაბაყი
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ცალი პომიდორი
  • ერთი ბულგარული წიწაკა
  • ორი კბილი ნიორი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. პომიდორი დაჭერი და დააბლენდერე.
  2. კუბებად დაჭერი ყაბაყი, ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა.

3. ხახვი დაჭერი წვრილად, პატარა კუბებად დაჭერი სტაფილო და ნიორი.

4. გააცხელე ზეთიანი ტაფა, მოშუშე ხახვი და მიაყოლე ყველა ბოსტნეული 2-3 წუთით თავდახურულში.

5. შემდეგ ახადე ტაფას და მაღალ ცეცხლზე შეწვი ყველაფერი 7-10 წუთის მანძილზე.

6. პერიოდულად ურიე. მზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაამატე მარილი, პილპილი და პომიდორი.

7. დასრულებამდე ორი წუთით ადრე ტაფას კვლაც დაახურე.

8. ბოსტნეულის რაგუ მზად არის!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Related Articles