მდიდრული შოკოლადის ტორტი მსხლით ჩემი ბევრი სტუმრის საყვარელი დესერტია.

by ekaterine

შოკოლადის ნამცხვარი მსხლით წარმოუდგენლად გემრიელი და სრულიად უსაფრთხოა ფიგურისთვის. მასში ხომ ერთი გრამი ფქვილი არ არის. ტორტის საფუძველი ბრაოუნს წააგავს, შევსება კი რესტორნის მუსი- დესერტს.

ინგრედიენტები

კვერცხი 5 ცალი

შავი შოკოლადი 300 გრ

კარაქი 150 გრ

შაქარი 270 გრ

ჟელატინი 15 გრ

წყალი 600 მლ

შაქრის პუდრა 40 გრ

ნაღები 500 გრ

ნაღები ყველი 300 გრ

მსხალი 1 კგ

ლიმონი 1 ც

კოჭა გემოვნებით

მარილი 1 მწიკვი

მომზადება

კვერცხის გულები ცილისგან დააცალკევეთ, დაუმატეთ ცოტა მარილი და მიქსერით ათქვიფეთ ცილები.

ჩაასხით 150 გრ შოკოლადი თბილ კარაქთან ერთად. როცა დადნება, დაამატეთ გულები ერთ ჯერზე. აურიეთ და ათქვეფით. გადაიტანეთ ათქვეფილი ცილა ამ ნარევში. ნაზად აურიეთ და 22 სმ-იანი საცხობ ფორმაში  ჩაასხით ცომი. ფსკერზე პერგამენტის ქაღალდი გაშალეთ. მოამზადეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

ამასობაში მოამზადეთ სიროფი. ქვაბში შეურიეთ დაჭრილი კოჭა, წვენი და ლიმონის ცედრა წყალთან ერთად. 150 გრ შაქარი დაამატეთ. მოხარშეთ. გაფცქვნილი მსხალი გადაიტანეთ სიროფში. მოხარშეთ ისინი 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ხილი სიროფიდან. მსხლის მესამედს მოაცილეთ თესლი. რბილობი დავჭრათ კუბიკებად.

დარჩენილი მსხალი მოიტოვეთ დეკორაციისთვის. ახლა ათქვიფეთ 300 გრ ნაღები ფუმფულა ქაფის მიღებამდე შაქრის პუდრთან ერთად. 150 გრ შოკოლადი გაადნეთ 100 გრ ცხელი ნაღებით.

ამ ნარევს დაამატეთ გაჟღენთილი ჟელატინი. აურიეთ კარგად. ნარევს დაამატეთ ნაღების ყველი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შოკოლადის მასა ნაზად აურიეთ ათქვეფილ ნაღებში. დაამატეთ მსხლის კუბიკები. ისევ აურიეთ. განათავსეთ დასრულებული მასა საცხობ ფორმაში გაშლილ პერგამენტის ქაღალდზე და გადაასხით მუსი შოკოლადის ფუძეზე. დატოვეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში. დილით, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და მოაცილეთ პერგამენტი. ტორტს ზემოდან მოასხით დარჩენილი ათქვეფილი ნაღები.

დესერტის ცენტრში მოათავსეთ მთელი მსხალი სიროფიანი. ტორტს მოაყარეთ ქოქოსი და გახეხილი შოკოლადი. მიირთვით დესერტი გაცივებული. მდიდრული შოკოლადის ტორტი მსხლით ჩემი ბევრი სტუმრის საყვარელი დესერტია. განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც ფიგურას უვლიან. გირჩევთ, ეს რეცეპტიც სცადოთ!

Related Articles