POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ფორთოხლის ქერქის მურაბა

by ekaterine ოქტომბერი 18, 2018
ოქტომბერი 18, 2018

ფორთოხლის ქერქი გამოიყენება კულინარიაში, კექსების მოსამზადებლად, რომელიც არომატულ გემოს აძლევს, მისგან ამზადებენ აგრეთვე უგემრიელეს მურაბას.

ყველას გაგვისინჯავს მალინის, ატმის, გარგარის და სხვა გემრიელი ხილის მურაბა, მაგრამ თუ ერთხელ გასინჯავთ ფორთოხლის ქერქის მურაბას, მერწმუნეთ მისი გადაყრა აზრად აღარ მოგივათ.

აიღეთ 3 ფორთოხალი, 300 გრ. შაქარი, 300 მლ. წყალი, 1 ს/კ ლიმონის წვენი.

კარგად გარეცხეთ ფორთოხალი, გაყავით ორ ნაწილად, რბილობი ამოაცალეთ და მიირთვით. ქერქი კარგად გაასუფთავეთ თეთრი ნაწილისგან. დაჭერით გრძელ ნაჭრებად, მოათავსეთ თასში, დაასხით ცივი წყალი, დატოვეთ მთელი ღამით. კარგი იქნება თუ ორჯერ მაინც გამოსცვლით წყალს, რადგან სიმწარე მთლიანად გაუვიდეს. აიღეთ თითო-თითო ქერქი და ნემსით და ძაფით რგოლებად შეკარით. ჩააწყვეთ რგოლები ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ 20 წთ. შემდეგ გადაწურეთ და ისევ დაასხით ცივი წყალი, ასე გაიმეორეთ ოთხჯერ. ბოლოს ამოწურეთ ქერქები და საწურავზე დაწურეთ.

ქვაბში ჩაასხით 300 მლ. წყალი, ჩაყარეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და მოამზადეთ სიროფი. რგოლებს მოაცილეთ ძაფები და ჩაუშვით სიროფში, ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 30 წთ. გადმოდგით, შეაგრილეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ისევ ადუღეთ 30 წთ. ფორთოხლის ქერქის მურაბა მზადაა.

0 FacebookEmail
previous post
ეს ნივთები ინახავენ ძლიერ ენერგეტიკას და მოქმედებენ ადამიანის ბედზე.
next post
გაიგეთ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ემოციებს

Related Articles

იტალიელებმა ნამდვილად ბევრი რამ იციან დესერტების შესახებ. ეს...

მაისი 18, 2023

კიევის ტორტზე უკეთესია და თან ადვილად გამოსაცხობი. გავიქეცი,...

მაისი 18, 2023

სურნელოვანი დრესინგის წარმოუდგენელი რეცეპტი, რომელიც ყველა თქვენს მეგობარს...

მაისი 15, 2023

მე ვერ წარმომედგინა ჭარხალი ქაშაყისა და მაიონეზის გარეშე,...

მაისი 15, 2023

მისმა სურნელმა მოიგო ჩემი გული. წარმოუდგენლად გემრიელი ბლინები....

მაისი 15, 2023

მინდა შევაქო ის ადამიანი, ვინც მოიფიქრა ასეთი შესანიშნავი...

მაისი 15, 2023

შვრიის ფაფა + კომბოსტო = გემრიელი განტოლება, რომელიც...

მაისი 11, 2023

ამ ცხარე კერძისთვის სულსაც გაჰყიდით! 😍

მაისი 9, 2023

ზაფხულში ბევრ ალუბალს ვყინავ, რომ მთელი წლის განმავლობაში...

მაისი 3, 2023

ამ დესერტის 3 რეცეპტი მოეწონება ერთდროულად გემრიელი და...

მაისი 3, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ ლიმონის პლომბირს ჩემი ხელით! 🍋 🍨

  • 2

    დიეტოლოგმა მირჩია ეს კომბოსტოს სალათები. მივირთმევ გარნირის გარეშე ღამითაც კი და კვირაში სამ კილოგრამს ვიკლებ!

  • 3

    ჩემი საფირმო რეცეპტის მიხედვით მომზადებული კიტრი სუფრიდან უფრო სწრაფად მიფრინავს, ვიდრე ხორცი. 🥒😁

  • 4

    ჭამეთ ეს სალათი 3 ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში ზედიზედ და ზედმეტი ფუნტი აორთქლდება!

  • 5

    78 წლის ვარ და კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ცხოვრებას! რეგულარულად ვამზადებ ამ ნაყენს, რომელსაც ვსვამ სიამოვნებით!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა