თანამედროვე ცხოვრებაში რთულია გვერდი აუარო სტრესს, რთულია მისგან თავის დაღწევა მიუხედავად ასაკისა, საქმიანობისა და სოციალური სტატუსისა. ეს შეგრძნება ხასიათდება ფრაზით: „ უბრალოდ ვფიქრობ- ძალიან დავიღალე“. ასეთი შეგრძნება ბევრ ადამიანს ეუფლება, ის მას ხელს უშლის საქმის დამთავრებაში და ახალი საქმის დაწყებაში.
სტრესი- ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია გარემო პირობების მიმართ. პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების რეჟიმი, გვიწევს არანორმალური გრაფიკით მუშაობა, დღესასწაულებს კი ვიწყობთ მხოლოდ შაბათ-კვირას. ჩვეულებრივ ადამიანები სერიოზულად არ იღებენ ემოციურ პრობლემებს, სთვლიან, რომ ტირილი მხოლოდ სუსტი ადამიანების რეაქციაა, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს ძლიერი და თავდაჯერებული.
ჩვენი ცხოვრების რიტმი აისახება ჩვენს შესაძლებლობებზე ვიყოთ ბედნიერები და წარმატებულები. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიწევს ჩვენი გამძლეობის, რწმენის, მოთმინების გამოცდა. ხშირად ხდება ისეც, რომ ვხდებით გარემოებების მონები.
ოჯახში,სამსახურში, პირად ცხოვრებაში ვხედავთ უხალისობას, ერთფეროვნებას, ეს ყველაფერი ხდება ემოციური ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი. ემოციური გადახურება იწვევს ორგანიზმის ენერგიის შესუსტებას და ადამიანი კარგავს სიცოცხლის ხალისს.
თანამედროვე კულტურა ორიენტირებულია სამუშაოზე, ყველას სურვილია მოიპოვოს უსაფრთხო და სტაბილური სამსახური.რეალობა გვაიძულებს ვიმუშაოთ ბევრი, სწრაფად და ეს უბრალოდ გვაცლის ენერგიას. ყოველწუთს გვაშინებს იმაზე ფიქრი, რომ დავკარგავთ კარიერას, ვერ მივაღწევთ სასურველ მიზანს და დაფასებას.
ემოციების მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, კარგად გავიაზროთ პრობლემა, შემდეგ შევეცადოთ მის შეცვლას. სწორი ბალანსის მოძებნა დაგეხმარებათ იცხოვროთ მშვიდი და საინტერესო ცხოვრებით. უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ უნდა იყოთ მზრუნველი, კეთილგანწყობილი და ნებისმიერ ვითარებაში უნდა გახსოვდეთ, ზედმეტი ემოცია გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას.
ორგანიზმის საუკეთესო მკურნალი ეს არის გრძნობებსა და რაციონალურ აზროვნებას შორის ჰარმონია. დროდადრო ჰკითხეთ საკუთარ თავს „ რას ვაკეთებ? მომიტანს თუ არა ეს სიხარულს, წარმატებას, ბედნიერებას ცხოვრებაში? რა ღირებულება აქვს?“
თუ თვლით, რომ გადაიღალეთ, აიღეთ შვებულება, ნებისმიერ სამსახურზე ძვირფასი თქვენი ჯანმრთელობაა. ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც დროებით შეასრულებს თქვენს საქმეს. მეთი დრო გაატარეთ შვილებთან და ოჯახთან. ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობები არის სრულიად ჯანმრთელი ნერვული სისტემის გარანტია.
არ თქვათ უარი სპორტზე და გატაცებებზე. ყველაზე წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს ნებას რთავენ დაკავდნენ ჰობით, არ იყვნენ მხოლოდ სამსახურს მიჯაჭვულნი.
ეცადეთ იძინოთ 7-8 საათს. ძილის დროს ხდება ორგანიზმის ფსიქოემოციური მდგომარეობის აღდგენა. ძილის უკმარისობა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სიმსუქნეს, ნერვული სისტემის მოშლას.
დააკვირდით თქვენს ცხოვრებას, როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. მიხედეთ თქვენს მიზნებს. გადახედეთ და დაფიქრდით, იქნებ იმაზე მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე ფიქრობთ. შეიმუშავეთ მეთოდები ემოციებთან გასამკლავებლად. მზად უნდა იყოთ შეცვალოთ ცხოვრება, რომ განთავისუფლდეთ სტრესისგან. კომენტარებში გაუზიარეთ თქვენს ფიქრებს, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ თავი ამ რთულ სამყაროში.