იყიდი შეფუთულ თევზს და წარმოდგენა არ გაქვს როგორი გემო აქვს ან როგორ არის ის დამზადებული. ამიტომ ყოველთვის თავად ვამარილებ თევზს. ძალიან ბევრი რეცეპტი ვცადე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მარილი არ უნდა დააკლო თევზს, რაც სჭირდება მხოლოდ იმ რაოდენობას შეიწოვს. მზა პროდუქტის გემო კი დამოკიდებულია მხოლოდ თევზის ხარისხზე და მის ჯიშზე.
იდეალური ვარიანტია კალმახის, ორაგულის დამარილება. კანიან გაყინულ თევზს არ ეტყობა როგორ გამოიყურება შიგნიდან, ამიტომ დასამარილებლად იყიდეთ ფილე კანის გარეშე. დასამარილებლად გამოიყენეთ მსხვილი და სუფთა მარილი.
შემადგენლობა
1 კგ წითელი თევზის ფილე
2 სკ. მარილი
1 ს/კ. შაქარი
2 დაფნის ფოთოლი
0.ჩ/კ. ქინძი თესლი
0.5 ჩ/კ. დაფქვილი წიწაკა
მომზადება:
გაასუფთავეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ თევზის ფილე. გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
მარილში აურიეთ შაქარი და სხვა სანელებლები და ირივე მხარეს მოაყარეთ ფილეს. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 4 საათით, შემდეგ შედგით მაცივარში მთელი ღამით.
დილით დამარილებული თევზი უკვე მზად არის. გაასუფთავეთ მარილისგან და სანელებლებისგან და მიირთვით. თუ 2 დღე ან მეტხანს მოუწევს თევზს მაცივარში ყოფნა, მაშინ მოათავსეთ კონტეინერში და მოასხით ზეთი.
თუ თქვენ მოულოდნელად მოგიწიათ სტუმრების გამასპინძლება, შეგიძლიათ ასე მოამზადოთ დამარილებული ფილე.
გთავაზობთ სწრაფ რეცეპტს:
შემადგენლობა:
0.5 კგ წითელი თევზის ფილე
1 ლ წყალი
4 ს/კ. მარილი
2 ს/კ. შაქარი
3 ს/კ. მცენარეული ზეთი
სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
ცხელ წყალში ჩაყარეთ მარილი, შაქარი და სანელებლები და ბოლომდე გააციეთ.
დაჭერით თევზი თხელ ნაჭრებად, მოათავსეთ კონტეინერში და მოასხით დამარილებული სითხე, დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ თევზის ნაჭრები, დაწურეთ და მოასხით მცენარეული ზეთი. დარჩენილი თევზი შეინახეთ მაცივარში 1 დღე-ღამით. გემრიელად მიირთვით!
წითელი თევზი წარმოუდგენლად გემრიელია, მაგრამ სიამოვნება არ არის იაფი. რა თქმა უნდა, დღესასწაულებისთვის შეგიძლიათ ფულის დახარჯვა და ორაგულის შეძენა, მაგრამ ყოველ დღე მოგიწევთ ბიუჯეტის გაფრთხილება და ქაშაყი ამისთვის ხელსაყრელია.