ბუმბულივით მსუბუქი ღვეზელების ნაცადი რეცეპტი – გემრიელია და რაც მთავარია, არ გაგასუქებთ!

by ekaterine

თუ მაცივარში დაგრჩათ გახსნილი კეფირი, არ იჩქაროთ მისი გადაღვრა, შემოგთავაზებთ ბუმბულივით  მსუბუქ ღვეზელების ნაცად რეცეპტს. გაოცდებით, მაგრამ გამოსაცხობად არ დაგჭირდებათ საფუარი, ამის გამო მისი მომზადება შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად, არ დაგჭირდებათ ლოდინი ცომის ასაფუებლად.

 

ცომის შემადგენლობა:

1 ჭიქა კეფირი

4 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

2 ს/კ  მცენარეული ზეთი

1 ჩ/კ სოდა

2 ჩ/კ. შაქარი

1 ჩ/კ. მარილი

გულსართის შემადგენლობა:

0.5 კგ  ქათმის ფარში

1/4 ჩ/კ. შავი პილპილი

1 ჩ/კ. მარილი

ჯამში ჩაასხით კეფირი და დაუმატეთ ცოდა, როცა ამოფუშფუშდება, დაამატეთ მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი და კვერცხი. თანდათან ჩაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ჰაეროვანი ცომი.

 

ქათმის ხორცის ფარშს დაუმატეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.

 

ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდა, გააბრტყელეთ და მოათავსეთ შიგ ცოტაოდენი ფარში, შეუკარით პირი ცომს და გააბრტყელეთ. შეწვით მცენარეულ ცხიმში ტაფაზე.

შეგიძლიათ კეფირის ნაცვლად გამოიყენოთ მაწონი და არაჟანი. გემრიელად მიირთვით!

 

Related Articles