• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ისიამოვნეთ არომატის მშვენიერი კომბინაციით. თქვენ უბრალოდ უნდა დააგემოვნოთ ეს შედევრი.

by ekaterine აგვისტო 30, 2020
აგვისტო 30, 2020

ყაბაყის რულეტი ფარშით

ყაბაყისგან უამრავი გემრიელობის მომზადებაა შესაძლებელი: ოლადები, სალათები, რულეტები. თუ გსურთ, სრულად დატკბეთ ამ ბოსტნეულით, გთავაზობთ უგემრიელესი ყაბაყის რულეტის რეცეპტს.

ყაბაყის რულეტი ქათმის ფარშით – შესანიშნავია ყოველდღიურად და სადღესასწაულო სუფრაზეც, თანაც საკმაოდ მარტივად მზადდება. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

2 ც ყაბაყი

მწვანილი გემოვნებით

300 გრ ქათმის ფარში

2-3 ს.კ. ფქვილი

100 გრ მაგარი ყველი

1 ც ხახვი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ და გახეხეთ ყაბაყი, დაწურეთ ზედმეტი სითხისგან.

ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად. მოასხით მასა ყაბაყს, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და აურიეთ.

დაუმატეთ მასას ფქვილი და კვლავ აურიეთ. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით ცომი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, შეწვით მცირე რაოდენობით მზესუმზირის ზეთში, სანამ გამჭვირვალე გახდება,  დაუმატეთ დაფქვილი ქათამი. მუდმივად აურიეთ ინგრედიენტები, დაბოლოს, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გადაიტანეთ ფარში ღრმა თეფშზე, დაუმატეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ გამომცხვარი ყაბაყი ხელსახოცზე, გადატანეთ ფარში გამომცხვარი ფირფიტის ზედაპირზე თანაბრად, დაახვიეთ რულეტი.

შემოახვიეთ იგივე პერგამენტი რულეტს და შედგით კვლავ ღუმელში 10 წუთით, რომ ყველი გადნეს.

მზა რულეტი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი. დაჭერით ის მცირე ულუფებად და ისიამოვნეთ არომატის მშვენიერი კომბინაციით. თქვენ უბრალოდ უნდა დააგემოვნოთ ეს შედევრი. თუ უფრო მსუბუქი კერძი გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკო ხორცის ნაცვლად და არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაგზავნა თქვენს მეგობრებთან, რომლებსაც ყაბაყი უყვართ!

 

 

0
FacebookEmail
previous post
უბრალოდ შარლოტა კი არა, “სამეფო შარლოტაა” კონკურენციის გარეშე!
next post
უგემრიელესი გამოდის და თან ძალიან სწრაფად ცხვება.

Related Articles

პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი...

ივლისი 5, 2022

ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

ივლისი 5, 2022

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რომელი გოგო იქნება უფრო ლამაზი, როცა შემოტრიალდება? გააკეთე არჩევანი და გაიგე სრული სიმართლე შენს შესახებ.

  • 2

    სასწაული დიეტა აღმოვაჩინე დღეს, სულ რაღაც 14 დღე და მინუს 7 კილოგრამი

  • 3

    პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი არ მაქვს 😂

  • 4

    ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.

  • 5

    ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC