• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ენისა და ბოსტნეულის მადისაღმძვრელი სალათი პიკანტური სოუსით და არცერთი წვეთი მაიონეზით. დიდხანს არ ვამხელდი რეცეპტს.

by ekaterine ივლისი 12, 2020
ივლისი 12, 2020

მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ევროპული დონის დელიკატესი. ძროხის ენა საოჯახო ვახშმისთვისაც და სადღესასწაულო სუფრისთვისაც კარგი იდეაა.

ღორის ან საქონლის ენა, ერთის მხრივ, ჩვეულებრივი სუბპროდუქტია, მეორეს მხრივ კი – დელიკატესი. მისგან მსოფლიოში უამრავ კერძს ამზადებენ. ენის შეწვა და დამარინადებაც არის შესაძლებელი. რესტორნის დონის კერძები გამოდის.

ენის სალათი მაიონეზის გარეშე

ინგრედიენტები

ძროხის ენა 300 გ

სტაფილო 1 ცალი

კიტრი 1 ცალი

ხახვი. 0,5 თავი.

ისპანახი 50 გრ

სოიოს სოუსი 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.

შავი პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება

ყველაზე მთავარი ენის მომზადებაში არის – მისი მოხარშვა. ენის მოხარშვის დრო: ხბოს ენის მოხარშვის დრო – 1-1,5 საათი; ძროხის ანის მოხარშვის დრო – 2,5-3 საათი; ღორის ენის მოხარშვის დრო – 2-2,5 საათი; გავრეცხოთ ენა, ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი. დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. როცა დაიწყებს დუღილს მოვაშოროთ ქაფი. ადუღების შემდე განვაგრძოთ ენის მოხარშვა დაბალ ცეცხლზე 1 საათი. ამის შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში 1 თავი ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და გავაგრძელოთ ხარშვა 45 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მარილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა. ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი. თუ ენა მზად არ იქნება, ეს შეგვიძლია მოვსინჯოთ ჩანგლით, მაშინ ვხარშოთ კიდევ 20 წუთი. ამოვიღოთ ენა და ჩავდოთ ცივ წყალში. გავაჩეროთ 2 წუთი და მაშინათვე მოვაცალოთ კანი. კანი ადვილად ცილდება. ამის შემდეგ გავაციოთ ენა და დავჭრათ ნაჭრებად.

ამავდროულად, გაასუფთავეთ სტაფილო,  კიტრი და დაჭერით ზოლებად. ხახვი გაასუფთავეთ, დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად.

შეგიძლიათ ხახვი ძმრის მარინადში გააჩეროთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, რადგან სოიოს სოუსს ვიყენებთ. გაციებული ენა ასევე დაჭერით ზოლებად.

ძროხის ენა და ბოსტნეული ერთმანეთს შეურიეთ, დაასხით სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი. მარილი და პილპილი გემოვნებით. ნაზად, მაგრამ საფუძვლიანად ურიეთ ინგრედიენტები.

დატოვეთ სალათი მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ მიირთმევთ. შემდეგ კერძი მოათავსეთ ისპანახით გაფორმებულ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან.

ასეთი ახალი და პიკანტური საჭმელი მოეწონებათ როგორც მოზრდილებს, ისე პატარებს. მოგწონთ მოხარშული ენა? თქვენ რა კერძებს ამზადებთ ამ პროდუქტით?

0
FacebookEmail
previous post
უნივერსალური და თეთრებად ღირებული “ზურმუხტისფერი სასწაული”, რომელიც ყველაფერს კურნავს. მისი ნიღაბი კი ნამდვილად სასწაულებს ახდენს.
next post
“თევზის კუდები” ვაფლის კონუსებში. ზღვის პროდუქტის ცივი კერძი კატლეტებზე მეტად მიყვარს.

Related Articles

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022

თეთრ კომბოსტოს ძმრიან წყალში ვასველებ და შედეგად პიცას...

მაისი 11, 2022

თუ კარტოფილს გავფცქვნი, ჩემი ოჯახი ბლინებს არ დაელოდება....

მაისი 10, 2022

მას შემდეგ, რაც ამ კერძის მომზადება გადავწყვიტე, მაშინვე...

მაისი 10, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რეგულარულად ვამზადებ და ყველა გიჟდება! მალე მთელი ოჯახი სამზარეულოში შევიკრიბებით!

  • 2

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 3

    მხოლოდ ერთი კოვზი უზმოზე და საღამოს უკვე 2 კგ. ქრება. ეფექტური ლიპოსაქციის მოკლე კურსი.

  • 4

    სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3 დღის შემდეგ სასწორზე ციფრები მახარებს.

  • 5

    ეს რეცეპტი ბოშას მოჰპარა ჩემმა მეგობარმა. ცხარე და უგემრიელეს აჯიკა მოდუღების გარეშე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC