საჭიროა:
ნიგოზი 500 გრამი
თაფლი 250 გრამი
შაქრის პუდრა 3-4 ს/კ
მომზადება:
ნიგოზის ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.
ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და შევდგათ ცეცხლზე. დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და თეფშზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ 2 ს/კ შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქრებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დანით დავჭრათ ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრის წინ შეათბოთ და ისე დაჭრათ.