• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ნამცხვრები “ხაჭოს სამკუთხედები” – ბავშვობიდან კარგად ნაცნობი დელიკატესი. რბილი ცომი კარამელიზებული ქერქით. თითებს ჩაიკვნეტთ!

by ekaterine ივნისი 23, 2020
ივნისი 23, 2020

ნამცხვრები “ხაჭოს სამკუთხედები”

ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და ოჯახის წევრების განებივრება სხვადასხვა გემრიელი კერძებითა და დესერტებით. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვცდილობ საკუთარი შვილების განებივრებას გემრიელი ნამცხვრებით, ორცხობილებითა და სხვადასხვა ტკბილეულით. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებულ სხვადასხვა გემრიელობებს დიდ უნდობლობას ვუცხადებ, ყოველთვის ვცდილობ ინტერნეტ სივრცეში ახალ-ახალი რეცეპტების მიგნებას და ოჯახის წევრების განებივრებას მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებული დესერტებით.

ყოველთვის, როცა ხაჭოს ვყიდულობ, იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები მას შეჭამენ, თუნდაც ნახევარს, ან მესამედს…   იშვიათად ასეც ხდება, თუმცა უმეტესად მათ თეფშებზე დადებული ხაჭო ასე ხელუხლებლადვე რჩება. ზოგჯერ ხილის კოქტეილში ვურევ, ზოგჯერ ბლინებს ვუცხობ, ზოგჯერ კი აი ასეთ გემრიელ დესერტად გარდავქმნი ხოლმე.

ეს რეცეპტი ასევე გამოდგება, თუ თქვენ გაქვთ სამი, ოთხი დღის ხაჭო. თუნდაც ასეთი ინგრედიენტით, დესერტი გამოვა სურნელოვანი და ფუმფულა. საჭიროების შემთხვევაში, კარაქი შეიძლება შეიცვალოს მარგარინით.

ინგრედიენტები

ხაჭო 200 გრ

კარაქი 100 გრ

ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა.

შაქარი 1 ჩ.ჭ

მომზადება

ხაჭო ათქვიფეთ, შეაზილეთ კარაქით და, ფქვილი და კვერცხი, მოზილეთ ცომი. შედგით მაცივარში 60 წუთის განმავლობაში.

მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, გაათხელეთ ცომი  0,5 სმ სისქეზე. ჭიქით გამოჭერით ცომიდან 8–9 სანტიმეტრის დიამეტრის რგოლები.

მოაყარეთ ნახევარზე შაქარი, გადმოკეცეთ, ისევ მოაყარეთ ერთ ნახევარზე და ისევ გადმოკეცეთ.

გამზადებული “სამკუთხედები” მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე, გამოაცხვეთ ნამცხვრები 20 წუთის განმავლობაში.

დესერტი შიგნით რბილია და გარედან ხრაშუნა, ხოლო ოდნავ შემწვარი შაქარი მშვენიერ არომატს აძლევს. თქვენ და თქვენი შვილები აუცილებლად დატკბებით ამ დესერტით. გაახალისეთ თქვენი საყვარელი ადამიანები სიახლეებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

 

0
FacebookEmail
previous post
გემრიელი ფუმფულა სირნიკები საიდუმლო ინგრედიენტით.
next post
გთავაზობთ ლეგენდარული ნამცხვრის გემრიელ რეცეპტს ტკბილი მოგონებებიდან.

Related Articles

ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ...

აგვისტო 12, 2022

ვფიქრობ, რომ ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს ასეთი რეცეპტი....

აგვისტო 12, 2022

ვიღებ ჭიქა კეფირს და 10 წუთში ვამზადებ ხრაშუნა...

აგვისტო 11, 2022

ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ...

აგვისტო 9, 2022

ჩვეულებრივი სენდვიჩიც კი მასთან ერთად უკვე პატარა კულინარიული...

აგვისტო 7, 2022

ამ მიქსის გემო ბავშვობიდან მახსოვს და დღემდე მომწონს....

აგვისტო 4, 2022

სანახაობრივი ჰაეროვანი ტკბილი დესერტი.

აგვისტო 3, 2022

საკონდიტრო მაღაზიები ასეთ გემრიელებს არ აკეთებენ! განსაკუთრებით ლამაზია...

აგვისტო 3, 2022

ჩვენმა ბებიებმა ეს რეცეპტი ზეპირად იცოდნენ! საკმაოდ დიდი...

ივლისი 31, 2022

გემრიელად გამოიყურება! და მისი უნაკლო შესრულებისთვის არ არის...

ივლისი 31, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    დედაჩემი ამ კერძს ისე გემრიელად ამზადებს, რომ შეიძლება თეფშიანად გადაგეყლაპოთ. დილით მიირთვით “მასტავა” და მთელი დღით დანაყრებული იქნებით.

  • 2

    დაემშვიდობეთ მუცლის ცხიმსა და ფეხების შეშუპებას. 7 დღეში მინიმუმ 7 კილოგრამით ნაკლები. დიეტა “წებოვანი”- ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში.

  • 3

    არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან, მაგრამ სახეზე მიმიკური ნაოჭიც კი არ მაქვს! აი ბუნებრივი ლიფტინგის რეცეპტი ჩემგან!

  • 4

    ყველა ნაოჭი, ფორები და არათანაბრობა გააქრო. კანი ფაიფურივითაა. გაგიზიარებთ ჩემს აღმოჩენას!

  • 5

    სანელებელი, რომელიც ათზე მეტ ფარმაცევტულ მედიკამენტს ცვლის. რა შედეგი მისცა კურკუმამ ჩემს დედამთილს, რომელიც ყოველდღე სვამდა მას.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC