ინგრედიენტები
4 საშუალო კარტოფილი
1 სტაფილო
2 ს/კ დაკონსერვებული სიმინდი
2 ს.კ. ახალი ან დაკონსერვებული მწვანე ბარდა
1 საშუალო პომიდორი
2 ს/კ ფქვილი
1 ს /კ ლიმონის წვენი
1/2 ხახვი
1 კბილი ნიორი
2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
2 ს/კ ფქვილი
2 ს.კ. ორცხობილას ფხვნილი
მარილი, წიწაკა, სანელებლები გემოვნებით
მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება
კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ წყალში დაფნის ფოთოლთან ერთად. გადავავლოთ ცივი წყალი, რომ ადვილად გაიფცქვნას. ჩაზილეთ კარტოფილი მარილთან, წიწაკასთან და სანელებლებთან ერთად. დაჭერით სტაფილო და პომიდორი კუბიკებად, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ოსრახუში, ბარდა, სიმინდი, ნიორი და აურიეთ.
2 ს/კ ფქვილი გახსენით წყალში არაჟნის სისქეზე. სველი ხელით კარტოფილის მასისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ორცხობილაში და შეწვით ზეთში.
კატლეტები უნდა შეწვათ ორივე მხარეს შეწითლებამდე. მაგიდასთან მიიტანეთ სალათასთან ან სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!