საჭირო მასალა ცომისთვის:
1. 300 გრ. კარაქი
2. 400 გრ. არაჟანი
3. 1 ცალი კვერცხი
4. 1 სუფრის კოვზი შაქარი, ცოტა მარილი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა ძმარში გახსნილი
5. პურის ფქვილი რამდენსაც შეიზელს, უნდა მოვზილოთ ძალიან ნაზი ცომი.
6.ღორის ქონი 60 გრამი.
300 გრ. კარაქი გავათეთროთ მიქსერით, დავუმატოთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, სოდა ძმრით, მარილი, ვანილი და პურის ფქვილი.
მოვზილოთ ნაზი ცომი, ცომი უნდა დავამუშავოთ ძალიან კარგად. გავათხელოთ, წავუსვათ ღორის ქონი, დავკეცოთ და შევინახოთ ერთი საათი მაცივარში.
საჭირო მასალა გულსართისთვის:
1. 400 გრ. ნიგოზი (გატარებული)
2. 4 კვერცხის ცილა
3. 2 ჭიქა (200 გრ.) შაქარი
4. ვანილი, დარიჩინი, ილი გემოვნებით
შეგიძლიათ გულსართად გამოიყენოთ მარწყვის ან გარგარის სქელი ჯემი.
ცომი გავყოთ 6 ნაწილად, გავაბრტყელოთ თითოეული ნაწილი მრგვალად, გავყოთ 8 ნაწილად.
დავადოთ თითოეულ ნაწილს გულსართი, გადავახვიოთ, მივცეთ სიგარეტების ფორმა, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გაცივებულს მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.