ფხვიერი ღვეზელი ქათმის ხორცით და სოკოთი
ქათამი და სოკო – გულსართის კლასიკური კომბინაცია, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი ცომისთვის.
გვინდა გაგიზიაროთ უნივერსალური რეცეპტი ქათმის ღვეზელი სოკოთი, რომელიც მზადდება მარტივად და საკმაოდ სწრაფად.
ინგრედიენტები
კარაქი 125 გრ
კვერცხი 3 ცალი
მარილი გემოვნებით
წყალი 3 ს.კ.
მყარი ყველი 150 გრ
ნაღები 150 გრ
ქათმის ფილე 2 ცალი.
შამპინიონი 250 გრ
ხახვი 0,5 ცალი.
ხორბლის ფქვილი 250 გ
მომზადება
ფქვილი და კარაქი ასრისეთ, დაამატეთ 1 კვერცხი და წყალი მოზილეთ ცომი. დააფარეთ ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.
მოხარშეთ ქათამი და დაჭერით კუბიკებად. დაჭერით ხახვი და სოკო. შეწვით ტაფაში, შემწვარ სოკოში დაამატეთ ქათმის ფილე. გააჩერეთ ერთად კიდევ 5-7 წუთი.
ყველი გახეხეთ და ნაღებთან და კვერცხთან ერთად ათქვიფეთ. გააბრტყელეთ ცომი გამოსაცხობ ფორმაზე, კიდეები ამოუწიეთ. მოათავსეთ გულსართი თანაბრად და მოასხით კვერცხიანი მასა.
გამოაცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.