ტორტი “ესკიმო”
ინგრედიენტები
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 2.5 ჭიქა
წყალი 10 სუფრის კოვზი.
კაკაოს ფხვნილი 4 ს.კ.
სოდა 0,5 ჩ.კ
ხორბლის ფქვილი 1.5 ს.კ.
ვანილინი 1.5 ჩ.კ.
რძე 1 ს.კ.
კარაქი 300 გრ
არაჟანი 2 ს.კ.
მომზადება
კვერცხის გულები და ცილები ერთმანეთისგან გააცალკევეთ. ათქვიფეთ გულები 1 ჭიქა შაქართან ერთად, დაამატეთ სოდა, წყალი, 1 ს.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. ვანილი.
ცალკე ათქვიფეთ ბეზე ცილებისგან და აურიეთ მეორე მასას, დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი და აურიეთ.
ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომი და შედგით გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35–40 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ ნამცხვრის მზადყოფნა კბილის ჩხირით.
სანამ ნამცხვარი გამოცხვება, მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 0,5 ჭიქა ფქვილი, შემდეგ დაასხით თბილი რძე. ნარევი დადგით ცეცხლზე, აურიეთ, მოხარშეთ ადუღებამდე, შემდეგ კიდევ 1 წუთი ადუღეთ და გაციეთ.
250 გრ დარბილებულ კარაქს შეურიეთ დანარჩენი ვანილი, ათქვიფეთ მოხარშულ კრემთან ერთად.
შემდეგ მოამზადეთ მინანქარი: აურიეთ დარჩენილი შაქარი, კაკაო და არაჟანი. დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოიღეთ ღუმელიდან, დაამატეთ დანარჩენი კარაქი და გააგრილეთ.
გაციებულ ნამცხვარს წაუსვით კრემი, შედგით 40 წუთი მაცივარში, შემდეგ დაასხით მინანქარი და ისევ შედგით 2 საათით მაცივარში.