897
ბანანის ნამცხვარი 15 წუთში
ინგრედიენტები
ბანანი – 2 ცალი.
შვრია – 1 ჭიქა
დარიჩინი გემოვნებით
კაკალი, ქიშმიში – გემოვნებით
მომზადება:
ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაამატეთ შვრიის ფანტელი და აურიეთ. დაამატეთ კაკალი, ქიშმიში და დარიჩინი.
საცხობ ფორმაზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი, ზედ გადაანაწილეთ მომზადებული მასა და
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
გააციეთ და დაჭერით სასურველი ფორმის და ზომის პეჩენიებად.