ბევრისთვის ნაპოლეონი ბავშვობიდან საყვარელი დესერტია, მაგრამ მის გამოცხობას არც თუ ისე ცოტა დრო სჭირდება. შეძენილი დესერტი ყოველთვის არ არის გემრიელი როგორც ხელნაკეთი. ამიტომ გასწავლით რეცეპტს “ზარმაცებისთვის”, რომელიც სწრაფად მზადდება, გამოდის ხრაშუნა და პირში დნება.
მის მოსამზადებლად ღუმელის გახურება საჭირო არა არის. ბევრჯერ ვცადე და ამაზე გემრიელი ნამდვილად არაფერი გამისინჯავს.
ზარმაცების ნაპოლეონი
ინგრედიენტები:
800 გრ ფენოვანი ნამცხვარი “ყურები”
1 ლ რძე
4 კვერცხი
150 გრ კარაქი
0,5 ჭიქა შაქარი
6 ს.კ. ფქვილი
1 მწიკვი ვანილი
მომზადება
შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილი.
კარგად მოურიეთ მასას, დაასხით რძე და დადგით ნელ ცეცხლზე.
მოხარშეთ კრემი, მუდმივად ურიეთ, სანამ არ შესქელდება. როცა კრემი ოდნავ შეგრილდება, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ.
შეგიძლიათ ააწყოთ ნამცხვარი: ამოავლეთ ნამცხვრები კრემში და დააწყვეთ მისთვის განკუთვნილ ფორმაზე. შეგიძლიათ ზემოდანაც მოასხათ კრემი, უფრო გემრიელი გამოვა.
ბოლოს კრემით უნდა დაასრულოთ.
მოაყარეთ ზემოდან ნაფხვენები. ნაზი და გემრიელი დესერტი მზადაა!
ამ ტორტზე ყველა გიჟდება. ის გამოცდილი კულინარებისთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება.