გემრიელი პიცის საიდუმლო არა მარტო მის შიგთავსზეა დამოკიდებული, არამედ ცომზეც. ცომი უნდა იყოს ძალიან თხელი და ნაზი. ეს რეცეპტი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და განსაკუთრებულ კულინარიულ ნიჭს.
შემადგენლობა:
400 გრამი ფქვილი
0.5 ჩ/კ. მარილი
8 გ მშრალი საფუარი
1 ს/კ. ლ შაქარი
2.5 ს/კ. ზეითუნის ზეთი
220 მლ წყალი
ცოტა ფქვილი და კარაქი ცომის დასამუშავებლად.
თასში ჩაყარეთ ფქვილი და დაუმატეთ მარილი, ჩააღრმავეთ შუაში და ჩაასხით თბილ წყალში გახსნილი შაქარი და საფუარი. დაიწყეთ მოზელვა, თანდათან დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მოზილეთ მანამ, სანამ არ გახდება ელასტიური. გადმოიღეთ ცომი მაგიდაზე და 5 წუთი კარგად დაამუშავეთ.
თასს ძირზე და კედლებზე მოუსვით ზეთი და მოათავსეთ შიგ ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და შემდეგ სამზარეულოს პირსახოცი. დადგით თბილ ადგილას გასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს.
გაფუებული ცომი გაყავით ორ ნაწილად და თითოეული გაათხელეთ. გათხელებულ ცომს გადაუსვით კეტჩუბი ან მაიონეზი, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი მაგარი ყველი, თხლად დაჭრილი ძეხვი,პომიდორი, მოაყარეთ რომელიმე სანელებელი, ახალი მწვანილი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
ასეთი მომზადებული ცომი გამოდის რბილი, თხელი და წელვადი, მოაყარეთ ნებისმიერი პროდუქტი სურვილისამებრ. ეს დაგეხმარებათ მაშინ, როცა ძალიან გინდათ ცხელი პიცა, მაგრამ სუპერმარკეტში წასვლა გეზარებათ. დაიწყეთ მომზადება და სულ მცირე დროში თქვენს მაგიდაზე გაჩნდება უგემრიელესი და არომატული პიცა.