უგემრიელესი სალათი მაიონეზის გარეშე, რომლითაც არაერთხელ მოვიგე დედამთილის გული. მისი შემადგენლობის გამოცნობა ყველას უჭირს.

by ekaterine

 

შემწვარი ყაბაყი სალათში? რატომაც არა. ეს სალათი  ერთდროულად მსუბუქიც არის  და ნოყიერიც. ყაბაყის, პომიდვრის, ახალი მწვანილისა და ნივრის შემადგენლობა საოცარ გემოს ჰქმნის.

ქათმის კვერცხი შეგიძლიათ მწყერის კვერცხით შეცვალოთ: შესანიშნავი ვარიანტია სადღესასწაულო სუფრისთვის. 5-6 მწყრის კვერცხი საკმარისია. გამოიყენეთ 10-15%-იანი არაჟანი ან სქელი ბერძნული იოგურტი.

შემადგენლობა

ყაბაყი 500 გ

პომიდორი 3 ცალი.

კვერცხი 3-4 ცალი.

ნიორი 1 კბილი.

ოხრახუში 0.5 კონა.

არაჟანი 150 გ

მარილი გემოვნებით შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით

მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.

მომზადება:

გარეცხეთ ყაბაყი და დაჭერით 5 სმ სისქის რგოლებად. მოათავსეთ ღრმა თასში, მოაყარეთ ცოტა მარილი და დატოვეთ 10 წუთით. მოხარშეთ კვერცხი.

შეწვით ნაჭრები ორივე მხარეს ზეთში. დაალაგეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს.

 

გაციებული ყაბაყის რგოლები გაჭერით შუაზე და მოათავსეთ სასალათეში.

დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, მოხარშული და გაციებული კვერცხი, მწვანილი, ნიორი, ხახვი.

 

მოასხით არაჟანი, შეანელეთ მარილით და პილპილით , ამოურიეთ და მიირთვით.

 

ისიამოვნეთ პირველი კლასის სალათით, რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებსაც, მათაც აუცილებლად ასიამოვნებთ.

Related Articles