მაცივარში ყოველთვის მაქვს ქილით. სოკოს მარინადი იტალიურად მდოგვით და ნივრით. ვგიჟდები ისე მიყვარს.

by ekaterine

დღეს რატომღაც მოდაშია სადღესასწაულო სუფრაზე უცხოური ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძები.
მაგრამ შეგიძლიათ ზღვის პროდუქტების, ძვირადღირებული ყველის და უცხო სანელებლების გარეშეც მო
ამზადოთ გემრიელი საკვები.

დამარინადებული სოკო იტალიურად

შემადგენლობა

ქამა სოკო 500 გრ

ვაშლის ძმარი 50 მლ

ზეითუნის ზეთი 3 ს/კ.

1 თავი ხახვი

მარილი 1 ჩ/კ.

ოხრახუში 2 ს/კ.

მდოგვი 1 ჩ/კ.

შაქარი 1 ს/კ.

ნიორი 2 კბილი.

იტალიური მწვანილი 1 ჩ/კ.

დაფნის ფოთოლი 1 ცალი.

მომზადება

გარეცხეთ სოკო. პატარები მთელი დატოვეთ, დიდები გაჭერით ოთხად. 7 წუთი ადუღეთ მარილწყალში.

 

მარინადის მოსამზადებლად აურიეთ შაქარი, ცოტა მარილი და ძმარი, როცა შაქარი გაიხსნება დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ხახვი, ოხრახუში, მდოგვი, იტალიური მწვანილი და დაფნის ფოთოლი.

ეს ნარევი გააჩერეთ 10 წუთი და დაუმატეთ ზეთი და ცხელ-ცხელი სოკო.

მოურიეთ და გააციეთ კარგად.

 

გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ პლასტმასის თავსახურავი და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელი სოკოს მარინადი მზადაა.

 

შეგიძლიათ ასე მიირთვათ ან მისგან სალათი მოამზადოთ. სოკო არასდროს იქნება ზედმეტი თქვენს სუფრაზე. თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებსაც.

Related Articles